logo
ENG



ელენე ხოშტარია ზიადალიევის დაკავებაზე: სამოქალქო აქტივისტების დევნა გრძელდება

10 თებ 202012:46
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ელენე ხოშტარია სამოქალქო აქტივისტის რაშიდ ზიადალიეცის მხარდასაჭერად რუსთავის საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდა, რაშიდ ზიადალიევის სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო.

მისი განცხადებით, ხელისუფლება აქტიური ახალგაზრდების დაშინებას უკანონო დაკავებებით ცდილობს. ოპოზიციონერი დეპუტატი განმარტავს, რომ დღევანდელი სხდომის გადადება სწორედ ამ მიზეზს უკავშირდება, რადგან სამართალდამცავებს რაშიდ ზიადალიევის მიმართ მტკიცებულებები არ გააჩნიათ და იმალებიან.

„ფაქტია, რომ აქტივისტების დევნა გრძელდება. დღეს უნდა იმართებოდეს იმ პოლიციელის სასამართლო, რომელმაც უკანონოდ გააჩერა ადამიანი და თავად დაარღვია კანონი. ჩვენ გვაქვს საჯარო მასალა მისი წინასწარი დაშინების შესახებ, რადგან არ მოსწონთ მისი საზოგადოებრივი აქტიურობა. დღეს პოლიციელები უკვე იმალებიან. კარგია ყოველთვის უნდა იცოდნენ, რომ ნებისმიერი ადამიანი საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან, რომლის უფლებებიც დაირღვევა, მის გვერდზე იქნებიან ახალგაზრდები, საზოგადოება და პოლიციას მოუწევს დამალვა იმიტომ, რომ ისინი სჩადიან უკანონობას, რასაც ჩვენ რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ. ხელისუფლება არის შეშინებული და ხალხი არის მობილიზებული“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ მარნეულელი აქტივისტის რაშან ზიადალიევის სასამართლო პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო.


close დახურვა